კალათა (0)
rumor

ბრენდი

 

Ბრენდის ისტორია 2020 წელს დაიწყო, ორი მეგობრის დაგროვებული გამოცდილებით, იდეებით და ცოდნით შეიქმნა ქალის ყოველდღიური ტანსაცმლის ბრენდი რუმორი, რომლის მთავარი სათქმელია - გამოხატე სხეულისა და ხასიათის თაივისუფლება. 

Საწყის ეტაპზე რუმორის კოლექციები აუთსორს ატელიეში იქმნებოდა. Მომხმარებლის მოთხოვნის ზრდამ და ბრენდის განვითარების სტრატეგიამ საკუთარი საწარმოს გახსნის აუცილებლობა აჩვენა.  

რუმორის კოლექციები იქმნება აქტიური ცხოვრების წესის მქონე უბერებელი ქალბატონებისთვის. მრავალფუნქციურობა ჩვენი ტანისამოსის დამახასიათებელი თვისებაა და გულისხმობს სხვადასხვა სიტუაციაზე მორგებას. კოლექციები მაქსიმალურად მორგებულია ქართველი ქალბატონების გემოვნებაზე და ჩვენი მთავარი მიზანი მათი გარდერობის გამრავალფეროვნებაა.  

გარდა რუმორის კოლექციებისა, საწარმოში იქმნება კორპორატიული სტილი ისეთი კომპანიებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დეტალები და თანამშრომლების კომფორტი. განსაკუთრებით სასიამოვნოა კომპანიებთან მუშაობა - მათი ბრენდბუქისა და ღირებულებების გათვალისწინებით, თანამშრომლებთან ინტერვიუს საფუძველზე იქმნება საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით ფუნქციური ტანისამოსი, რაც ზრდის თანამშრომლების პროდუქტიულობას და მომხმარებლისთვის დამატებით ღირებულება იქმნება. 

Ჩვენი ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის ქართული წარმოების განვითარება. Ამ ეტაპზე კომპანიაში 15 ადამიანია დასაქმებული და გაერთიანებული იმ ღირებულებით, რომ შევქმნათ ქართული ხარისხიანი ტანისამოსი. 


 

 

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ბრენდი “რუმორ“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.